თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტვივალი
26 სექტემბერი-18 ოქტომბერი


თეატრალური ფესტივალის მასპინძლობა ყველა ქალაქისა და ქვეყნისათვის უდიდესი პრესტიჟი და მისწრაფებაა, თუმცა საკმაოდ იშვიათი შესაძლებლობა. იმისათვის, რომ ფესტივალის მასპინძელი გახდე, უნდა გყავდეს საუკეთესო თეატრი და მაყურებელი , ეს მთავარი პირობაა, მაგრამ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პირობაც არსებობს. თბილისის საერთაშორისო თეატრალურi ფესტივალი 2009 წლის მაისში დაფუძნდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ. საერთაშორისო კულტურული ცხოვრებისათვის დღეს თბილისში ყველა პირობა არსებობს. იმედი გვაქვს, რომ ამ განვითარების გზაზე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, სხვა ფესტივალებთან და კულტურულ მოვლენებთან ერთად, მნიშვნელოვანი გზაჟვარედინი იქნება. ფესტივალის მიზანია-თბილისისა და საქართველოს კულტურული ცხოვრების გამდიდრება თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის საუკეთესო ნამუშევრებით, ქართული ხელოვნების პროპაგანდა და პრომო საერთაშორისო ფესტივალებთან, კულტურულ ინსტიტუტებთან და მედიასთან თანამშრომლობა, ყურადრების მოზიდვისა და განვითარების მიზნით. ასევე “Showcase”-ის შექმნა ქართველი მაყურებლისათვის და პირიქით-ქართული “Showcase”-ის შექმნა უცხოელი მაყურებლისათვის.

ფესტივალი შედგება სამი ნაწილისაგან:
•საერთაშორისო პროგრამა
•ქართული სპექტაკლების პროგრამა (Gorgian Show Case)
•ვორქშოფები, ტრეინინგები და გამოფენები
საერთაშორისო პროგრამა წელს 14 სპექტაკლისაგან შედგება. სპექტაკლებს წარმოადგენენ თეატრალური დასები ინგლისიდან, კორეიდან, გერმანიიდან, ლიტვიდან, ხორვატიიდან, საფრანგეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, შვეციიდან და პოლონეთიდან.

ფესტივალის მასპინძელი თეატრები:
•რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
•გრობოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი
•თავისუფალი თეატრი
•სამეფო უბნის თეატრი
•მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
•ეროვნული მუსიკალური ცენტი
•სასტუმრო RADISSON SAS IVERIA
ქართული სპექტაკლების პროგრამაში მონაწილეობს 19 ქართული სახელმწიფო და დამოუკიდებელი თეატრი. Georgian Show Case-ზე წელს 30 სტუმარია გერმანიიდან, კორეიდან, ინგლისიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, უნგრეთიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან, ხორვატიიდან.

2009 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა 300-მდე სტუმარს უმასპინძლა.
მისამართი: მარჯანიშვილის 8
ტელეფონი +995 32 95 43 07